მანუელ ნოიერი „ბაიერნთან“ კონტრაქტს 2025 წლამდე გააგრძელებს #1TVSPORT
მანუელ ნოიერი „ბაიერნთან“ კონტრაქტს 2025 წლამდე გააგრძელებს #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნი“ ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს მეკარე მანუელ ნოიერთან.

35 წლის ფეხბურთელის მოქმედი ხელშეკრულება გერმანიის ჩემპიონთან 2023 წლის ზაფხულში იწურება, მაგრამ მხარეები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.

ვეტერან მეკარეს ყველაფერი აწყობს მიუნხენურ კლუბში და სურს კონტრაქტის გაგრძელება მინიმუმ 2025 წლის ზაფხულამდე. სავსებით შესაძლებელია, რომ შეთანხმება ახალ გარიგებაზე ამ წლის ბოლომდე შედგეს.

მანუელ ნოიერი „ბაიერნში“ 2011 წლიდან თამაშობს.