„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა ჟურნალისტებს გერმანიის ჩემპიონის ძირითადი მეკარის, მანუელ ნოიერის აღდგენის პროცესის შესახებ მოუყვა.
„პერსპექტივები დადებითია. ყველაფერი შესანიშნავად მიდის. ვფიქრობ, ის შემადგენლობაში აპრილში დაბრუნდება“, – აღნიშნა ჰაინკესმა ტელეარხ ZDF-ის ეთერში.
მანუელ ნოიერმა მარცხენა ტერფი გასულ სეზონში მოიტეხა. სექტემბერში მას რეციდივი ჰქონდა და ოპერაცია დასჭირდა. ადრე წერდნენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონი მეკარე სავარჯიშო პროცესს მარტის შუაში ან ბოლოს განაახლებდა.