მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილია" ევროთასის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა
ევროთასის მეოთხედფინალური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში იტალიურმა “რეჯიო ემილიამ”, რომლის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრენის კაპიტანი მანუჩარ მარკოიშვილი იცავს დაძაბულ ბრძოლაში საკუთარ არენაზე “ზენიტი” 6 ქულიანი სხვაობით 105-99 დაამარცხა. მანუჩარმა მოედანზე 27:47 წუთი დაჰყო და ამ დროის მანძილზე 9 ქულის ჩაგდება შეძლო. (6-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი). ამასთან ერთად მანუმ 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა და 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო. მატჩში ყველაზე შედეგიანი 25 ქულით მარკოიშვილის თანაგუნდელი კრის რაიტი იყო, რომელიც მატჩის MVP გახდა. ევროთასის ნახევარფინალში “რეჯიო ემილია” კიდევ ერთ რუსულ კლუბ
კრასნოდარის “ლოკომოტივ-კუბანს” შეხვდება.