საკალათბურთო ევროთასზე, ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ბოლო ტურში, მანუჩარ მარკოიშვილის „რეჯინამ“ საკუთარ დარბაზში, მიუნხენის ბაიერნი მიიღო და ანგარიშით 90-82 დაამარცხა. ამ წარმატებაში, ერთერთი გადამწყვეტი, ქართველი კაალათბურთელის ზუსტი სამქულიანი აღმოჩნდა. მანუჩარმა, ანგარიშით 78-77-ზე უმნიშვნელოვანესი ტყორცნა გამოიყენა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, საერთო ჯამში, 8 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გააკეთა. რეჯიო კალაბრიელებმა პლეი-ოფის საგზური გაინაღდეს. მასიმილიანო მენეტის გუნდმა, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ის საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. თავიდან მიუნხენელები ლიდერობდნენ, მეორე ნახევარში კი, მასპინძლებმა მატჩი მოატრიალეს და საბოლოოდ 8 ქულის სხვაობით მოიგეს. გამარჯვებულთა შორის, ამადეო დელა ვალე გამოირჩა 24 ქულით. „რეჯინასთან“ ერთად, „ბ“ ქვეჯგუფიდან, მიუნხენის „ბაიერნი“, სტამბოლის „გალათასარაი“ და პოდგორიცეს „ბუდუჩნოსტი“ გავიდნენ