მანუჩარ მარკოიშვილი საფრანგეთის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

კიდევ ერთმა ქართველმა დაასრულა სეზონი წარმატებით – მანუჩარ მარკოიშვილი „მონაკოსთან“ ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. მანუ მეორე სეზონია, „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს. წლეულს ევროლიგის პლეიოფშიც გავიდა, ახლა კი საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალური სერია მოიგო (3:0).

მისი მეტოქე „ბულონი“ იყო, რომელმაც მონაკოელებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და შინ, მესამე მატჩშიც დამარცხდა – 85:92.

მანუჩარის გუნდში ჯერომ ბლოსომგეიმმა და ჯორდან ლოიდმა 22-22 ქულა ჩააგდეს. „მონაკო“ მომდევნო სეზონშიც ევროლიგაზე იასპარეზებს.

მარკოიშვილი სამშობლოში დაბრუნდება და ივლისის ბოლოდან უკვე ეროვნულ ნაკრებთან ერთად მოემზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის.