მანუჩარ მარკოიშვილი - ჯო ტომასონის მთავარი პლუსი სროლის სიზუსტეა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დანიის ქალაქ ნესტვედში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს გამართავს. შეხვედრა 23 თებერვალს თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

გუნდი თბილისიდან დანიაში სტამბოლის გავლით ჩავიდა და მეორე დღეა, ვარჯიშობს. „ჯვაროსნებს“ ნესტვედში შეუერთდნენ გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე, ასევე ალექსანდარ ჯიკიჩის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც დანიაში მონაკოდან გადაფრინდა.

„ჯო ტომასონი ძალიან საინტერესო მოთამაშეა. ყველამ ვიცით, რომ ბურთის ჩაგდება კარგად შეუძლია. იმედი გვაქვს, მას მერე, რაც კარგად გაიგებს, რას მოვითხოვთ მისგან, რა როლი აქვს გუნდში, კიდევ უფრო სასარგებლო იქნება“, – აღნიშნა მანუჩარ მარკოიშვილმა.

 

23 თებერვალი

21:30 დანია-საქართველო

26 თებერვალი

21:00 საქართველო-სერბეთი