„სან ანტონიო სპურსის“ მცველმა, მანუ ჯინობილიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, – იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
41 წლის არგენტინელმა ლეგენდამ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 16 სეზონი გაატარა. ის მხოლოდ ერთი კლუბის – „სან ანტონიოს“ შემადგენლობაში თამაშობდა, ჯამში 1057 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 13.3 ქულა, 3.5 მოხსნა და 3.8 შედეგიანი პასი დააგროვა.
შარშანდელ სეზონში არგენტინელი 65 მატჩში გამოჩნდა მოედანზე და მისი საშუალო სტატისტიკა ასეთი იყო – 8.9 ქულა, 2.5 პასი, 2.2 მოხსნა, 0.7 ჩაჭრა და 0.2 დაფარება.
„სან ანტონიოს“ შემადგენლობაში ჯინობილი ოთხჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი. 2004 წელს, არგენტინის ნაკრებთან ერთად, პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა.