ტურინის იუვენტუსთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ მარიო მანჯუკიჩმა იუვენტუს ტივუსთან (Juventus TV) ისაუბრა და ბებერ ქალბატონში გატარებული პერიოდი გაიხსენა.
„ბევრი დიდებული რამ მახსენდება. უბედნიერესი ვარ, რომ იუვენტუსის ნაწილი ვარ და მის წარმატებაში გარკვეული წვლილი მიმიძღვის. ვცდილობდით, ყველაფერი მოგვეგო – ეს ტურინელთა მთავარი დამახასიათებელია. ჩემი მოწოდება გოლების გატანა არ არის. ვცდილობ, მაქსიმალურად პროდიქტიული ვიყო და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ გულშემატკივარი ჩემს მონდომებას შეუმჩნევლად არ ტოვებს.
იუვენტუსის გულშემატკივრებს რაც შეეხება, მათთან საუცხოო ურთიერთობა მაქვს. ვიმედოვნებ, რომ ასე გაგრძელდება“, – განაცხადა მანჯუკიჩმა.