ხორვატიის ნაკრების ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი ტურინის იუვენტუსში კიდევ ორი წელი დარჩება. ფეხბურთელმა გააგრძელა კონტრაქტი გუნდთან, რომელშიც 2015 წლიდან გამოდის, – იტყობინება იუვენტუსის ოფიციალური გვერდი.
იუვენტუსში გატარებული ოთხი სეზონის განმავლობაში მანჯუკიჩმა 159 მატჩი ჩაატარა და 43 გოლი გაიტანა.
ტურინულ კლუბამდე ხორვატი ვოლფსბურგის, ბაიერნისა და მადრიდის ატლეტიკოს რიგებში თამაშობდა.