„იუვენტუსის“ ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი მთავარ მწვრთნელს საკუთარი „ტვიტერის“ საშუალებით გამოემშვიდობა. როგორც ცნობილია, მასიმილიანო ალეგრი ტურინულ კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.
„ძალიან სასიამოვნო იყო შენთან ერთად მუშაობა, დიდებული მწვრთნელი და პიროვნება ხარ. ბედნიერი ვარ – შენგან ბევრი რამ ვისწავლე. ყოველივე საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში“, – დაწერა მანჯუკიჩმა.
ხორვატი თავდამსხმელი და ალეგრი ერთად 2015 წლიდან მუშაობენ.