„მანჩესტერ სიტიმ“ და „იუვენტუსმა“ მცველები დანილო და ჟოაო კანსელო ოფიციალურად გაცვალეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის კანსელოს სანაცვლოდ „სიტიმ“ 65 მილიონი ევრო გადაიხადა, „იუვენტუსმა“ კი 28 წლის დანილო 37 მილიონ ევროდ შეიძინა.
მანჩესტერელთა რიგებში კანსელო 2025 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
„ეს ფანტასტიკური კლუბია, ბრწყინვალე მწვრთნელით და მე ძალიან მიხარია, ამ გუნდის ნაწილი რომ გავხდი“, – განაცხადა კანსელომ, რომელიც პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელია და მიმდინარე წლის ინვისში, თავისი ქვეყნის სახელით უეფას ერთა თასი მოიგო.
რაც შეეხება ბრაზილიელ დანილოს, 2017 წლის შემდეგ მან „სიტის“ შემადგენლობაში 60 მატჩი ჩაატარა და მათგან მხოლოდ 22 დაიწყო ძირითად შემადგენლობაში. „იუვენტუსთან“ მან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.