იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში, კარლო ანჩელოტის „ნაპოლი“ ჩემპიონობისთვის მებრძოლ აშკარა ფავორიტს ტურინის „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა დრამატულ ფონზე წარიმართა და ორ წითელ ბარათთან ერთად, გულშემატკივარმა ერთი გაფუჭებული თერთმეტმეტრიანიც იხილა. საბოლოო ჯამში ტურინელებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს.
„გაზეტა დელო სპორტის“ (Gazetta dello Sport) ცნობით, აღნიშნულ მატჩს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკაუტებიც დაესწრნენ. „წითელი ეშმაკები“ ნეაპოლელების ცენტრალურ მცველს კალიდუ კულიბალისა და ტურინის „იუვენტუსის“ მარჯვენა მცველს ჟოაო კანსელოს აკვირდებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ კულიბალიმ შეხვედრის სრულად ჩატარება შეძლო, ხოლო კანსელო, მასიმილიანო ალეგრიმ შეხვედრის 61 წუთზე შეცვალა.