ინტერნეტში გაჩნდა ფორვარდ ალექსის სანჩესის სათამაშო ფორმა “მანჩესტერ იუნაიტედში”. წერენ, რომ “არსენალის” ფეხბურთელის მაისურები უკვე გამოფენილია მანჩესტერული კლუბის ოფიციალურ მაღაზიაში.
დღეს, ინგლისურ პრესაში დაიწერა იმის შესახებ, რომ “არსენალი” მზად არის გაუშვას სანჩესი, მაგრამ სანაცვლოდ სურს მიიღოს ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი და 10 მილიონი ფუნტი.
ადრე წერდნენ, რომ ჩილელმა შეათანხმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტის დეტალები. ხელშეკრულება ოთხწლინახევარიანი იქნება, ხელფასი კი წელიწადში 14 მილიონ ფუნტს გაუტოლდება.