„მანჩესტერი“ 25 მილიონს იხდის მცველში, რომელიც თბილისში ევროპის ჩემპიონი გახდა
„მანჩესტერი“ 25 მილიონს იხდის მცველში, რომელიც თბილისში ევროპის ჩემპიონი გახდა

ლონდონის „ფულჰემის“ მარცხენა მცველის, რაიან სესენიონის შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედია“ დაინტერესებული.

ინგლისური გრანდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მზადაა, გაუშვას თავისი გუნდის მარცხენა მცველი ლუკ შოუ და მის ნაცვლად, 25 მილიონ ფუნტად შეიძინოს 17 წლის ფეხბურთელი.

სესენიონი 19-წლამდელებს შორის „ევრო 2017“-ზე თამაშობდა, რომელიც საქართველოში გაიმართა. ტურნირზე ინგლისმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, სესენიონმა კი სამი გოლი გაიტანა და ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. თავისი თამაშით მან „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ტოტენჰემისა“ და მადრიდის „რეალის“ ყურადღება მიიპყრო.

სხვათა შორის, „ფულჰემმა“ ზაფხულში უარყო „ტოტენჰემის“ წინადადება – 20 მილიონი ფუნტი, რადგან სესენიონში მინიმუმ 30 მილიონის აღება სურს.