„მანჩესტერ სიტიში“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის ისკოს შეძენა სურთ, – იუწყება Don Balon.
გამოცემის ინფორმაციით, მადრიდელები ისკოს დათმობენ, მაგრამ მისი სატრანსფერო ფასი 80 მილიონი ევრო იქნება, რაც საყოველთაო კრიზისის ფონზე, ძალიან დიდი თანხაა და მანჩესტერული კლუბის ბიუჯეტი, შესაძლოა ვერ გაწვდეს.
აღსანიშნავია, რომ ისკოს საკუთარ გუნდში გადმოყვანა კიდევ ორ ინგლისურ კლუბს, „არსენალსა“ და „ჩელსის“ სურთ.
მიმდინარე სეზონში ისკომ „რეალის“ შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.