ადამ ჯონსონი, რომელიც წარსულში სანდერლენდისა და მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი იყო, ციხიდან გამოვიდა. სპორტსმენი 2016 წელს არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური სახის ქმედებების გამო დააპატიმრეს და ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა სამი წლის შემდეგ გაანთავისუფლეს.
ჯონსონის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ფეხბურთელი ოფიციალურ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ ჯონსონს ბრალი არა სექსუალური კავშირის დამყარებაში, არამედ სექსუალური სახის ქმედებებში ედებოდა, რაც მხოლოდ შეხებასა და კოცნას გულისხმობდა, დაზარალებული კი 15 წლის იყო.
ფეხბურთელის დამნაშავედ აღიარებისთანავე, სანდერლენდმა მასთან ცალმხრივად გაწყვიტა კონტრაქტი, რომლის მიხედვით ჯონსონი კვირაში 60 000 ფუნტ სტერლინგს იღებდა.
როგორც სექსუალური სახის დამნაშავეს, ჯონსონს მოუწევს თავისი მისამართისა და საბანკო ანგარიშის პოლიციაში დარეგისტრირება და ქვეყნიდან ყოველი გასვლის წინ სამართალდამცავთა საქმის კურსში ჩაყენება.