უეფამ ფინანსური ფეარ პლეის დარღვევასთან დაკავშირებით, შესაძლოა, კიდევ ერთი საქმე აღძრას „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ.
როგორც გაზეთი „გარდიანი“ წერს, უეფას სურს გამოიკვლიოს „სიტის“ კონტრაქტი სატიტულო სპონსორთან – კომპანია „ეტიჰადთან“, რომელიც ეკუთვნის ინგლისური კლუბის მფლობელის ძმას. უეფას აპირებს გაარკვიოს – შეესაბამება თუ არა ეს ხელშეკრულება თავის საბაზრო ღირებულებას.
როგორც ირკვევა, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ გამოტანილი დისკვალიფიკაცია შეიძლება გამკაცრდეს, თუ გამომძიებლები ახალ დარღვევას აღმოაჩენენ.
შეგახსენებთ, რომ უეფამ „მანჩესტერ სიტი“ ორი წლით ჩამოაშორა ევროთასებს და 40 მილიონი ევროთი დააჯარიმა.