„მანჩესტერ სიტის“ მფლობელმა ინგლისის ყველაზე ძველი თასი შეიძინა
„მანჩესტერ სიტის“ მფლობელმა ინგლისის ყველაზე ძველი თასი შეიძინა

„მანჩესტერ სიტის“ მფლობელმა შეიხ მანსურმა საიდუმლოდ შეიძინა ინგლისის თასის ყველაზე ძველი ასლი – მასში 1.03 მილიონი დოლარი გაიხადა. ამის შესახებ Sportsmail-მა დაწერა.

„ვესტ ჰემის“ თანამფლობელმა დევიდ გოლდმა თასის გაყიდვა გასულ წელს გადაწყვიტა, რადგან შიშობდა, რომ პრიზი, რომელიც ინგლისის თასის მფლობელებს 1896-1910 წლებში გადაეცემოდათ, შესაძლოა, დიდი ბრიტანეთიდან გაეტანათ.

საბოლოოდ, საქმეში მანსური ჩაერია, რომელმაც აუქციონზე გამოისყიდა თასი, რომელსაც სამხატვრო საბჭო საერთაშორისო ისტორიული მნიშვნელობის ნივთად მიიჩნევს.

აღნიშნავენ, რომ „მანჩესტერ სიტი“ გაურკვეველი ვადით ათხოვებს თასს ფეხბურთის ეროვნულ მუზეუმს, სადაც მისი ნახვა ყველას შეეძლება.