„მანჩესტერ სიტის“ მფლობელები „ნანსის“ შეძენას გეგმავენ
„მანჩესტერ სიტის“ მფლობელები „ნანსის“ შეძენას გეგმავენ

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, „მანჩესტერ სიტის“ მფლობელები ფრანგული კლუბის შეძენას მაინც გეგმავენ, – იუწყება L’Équipe.

„ნანსის“ ახლანდელი მფლობელი ჟაკ რუსელო: „შეთანხმება მიღწეული იყო და ხელშეკრულება 31 მარტს უნდა გაგვეფორმებინა, თუმცა, 16 მარტიდან ქვეყანაში კარანტინია. ეს დასასრული არ არის, მაგრამ სანამ გარიგებას ბოლომდე მივიყვანთ, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვძებნოთ რესურსები კრიზისის დასაძლევად.“

„მანჩესტერ სიტის“ მფლობელ კომპანიაში (City Football Group) კი აცხადებენ, რომ პანდემიის მიუხედავად, „ნანსის“ შეძენა არ გადაუფიქრებიათ და ეს  უბრალოდ დროის საკითხია.

საფეხბურთო კლუბი „ნანსი“, რომელიც საფრანგეთის მეორე ლიგაში ასპარეზობს, 14 მილიონ ევროდ არის შეფასებული.