„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველს ილქაი გიუნდოგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კლუბი ადასტურებს, რომ გერმანელი ფეხბურთელი 10-დღიან თვითიზოლაციაში იმყოფება.

გიუნდოგანი პრემიერ ლიგის პირველ მატჩს „ვულვზის“ წინააღმდეგ გამოტოვებს.

„ქალაქელების“ შემადგენლობიდან ცოტა ხნის წინ COVID-19 მაჰრეზსა და ლაპორტეს დაუდასტურდათ, მაგრამ ფეხბურთელები მწყობრში არიან და ვარჯიშიც განაახლეს.