„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებს გვარდიოლას მისამართით პრეტენზიები აქვთ
„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებს გვარდიოლას მისამართით პრეტენზიები აქვთ

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები მიმდინარე სეზონში მათი მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მუშაობით უკმაყოფილოები არიან. Daily mail-ის ინფორმაციით, „ტოტენჰემთან“ მარცხის შემდეგ, მანჩესტერული კლუბის ლიდერებმა პეპ გვარდიოლასთან გასახდელში პრეტენზიები იმის მერე გამოთქვეს, რაც მთავარმა მწვრთნელმა მათ „ლივერპულთან“ მიახლოების გეგმაზე აზრის გამოთქმა მოსთხოვა.

ფეხბურთელებმა კლუბში ხშირი როტაციის გამო, ესპანელ სპეციალისტს გადაწყვეტილებები დაუწუნეს. „მანჩესტერ სიტის“ მიმდინარე სეზონში არცერთ შეხვედრაში ერთნაირი შემადგენლობით არ უთამაშია. აღსანიშნავია, რომ მანჩესტერელთა გასახდელში ხმამაღალი საუბარი შარშანდელ სეზონში „ნიუკასლთან“ მარცხისდროსაც იყო, რის შემდეგაც „მანჩესტერ სიტის“ 14 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.