„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებმა პრემიერლიგის თასი ისევ დააზიანეს [ვიდეო]
„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებმა პრემიერლიგის თასი ისევ დააზიანეს [ვიდეო]

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებს აივნიდან გადაუვარდათ ინგლისის პრემიერლიგის თასი. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს დამსხვრეული თასი, შემდეგ კი კადრში ჩნდებიან დაბნეული სერხიო აგუერო და კევინ დე ბრუინი.

თუმცა, ეს ვიდეო, შესაძლოა, ყალბი იყოს. ერთი წლის წინ, „სიტის“ მცველს ალექსანდრ ზინჩენკოს შემთხვევით დაუვარდა პრემიერლიგის თასი ჩემპიონობის აღნიშვნის დროს. და ახლა, შესაძლოა, „სიტის“ მოთამაშეებმა ამგვარად გადაწყვიტეს გულშემატკივართა გათამაშება, რადგან შეუძლებელია იმის გაჩევა, ასფალტზე ნამდვილი თასი დაეცა თუ არა.