„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები „ლივერპულს“ საჩემპიონო კორიდორს მოუწყობენ
„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები პრემიერლიგის 32-ე ტურის წინ „ლივერპულს“ საჩემპიონო კორიდორს მოუწყობენ, იტყობინება „მანჩესტერ ივნინგ ნიუსი“.
იურგენ კლოპის გუნდმა ჩემპიონობა შვიდი ტურით ადრე გაინაღდა, ისინი ამ ტიტულს 30 წელი ელოდნენ. შეხვედრა „მანჩესტერ სიტის“ სტადიონზე 2 ივლისს გაიმართება. ლივერპულელები მოწინააღმდეგისთვის მიუწვდომელები გახდნენ მაშინ, როცა 31-ე ტურში მანჩესტერელები ლონდონში „ჩელსისთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ.