„მანჩესტერ სიტიში“ აცხადებენ, რომ გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში გამართული ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, გუნდის ერთ-ერთ გულშემატკივარს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მამაკაცი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იქნა მიყვანილი.
„ჩვენი კლუბი მანჩესტერისა და გერმანიის პოლიციასთან სრულად თანამშრომლობს, რათა მეტი ინფორმაცია შეგროვდეს. ჩვენი წარმომადგენლები გერმანიაში, დაშავებულის ოჯახის წევრებთან ერთად რჩებიან, რათა მათ მორალური და სხვა სახის მხარდაჭერა გაუწიონ“, – ნათქვამია ინგლისური კლუბის მიერ გავრცელებულ განცხდებაში.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ “პირველი მერვედფინალური მატჩი გერმანულ „შალკესთან“ სტუმრად გამართა და 2-3 გაიმარჯვა. განმეორებითი შეხვედრა მანჩესტერში 12 მარტს გაიმართება.