იუვენტუსის ვარსკვლავი ჟოაო კანსელო, შესაძლოა, მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი გახდეს. მის სანაცვლოდ ტურინელები 50-60 მილიონს მოითხოვენ.
იტალიური გაზეტა დელო სპორტის ინფორმაციით, პორტუგალიელი სეზონის დამთავრების შემდეგ დატოვებს ტურინულ გრანდს.
ბებერმა ქალბატონმა კანსელო 40 მილიონად შეიძინა, მაგრამ მაშინვე ინტერში გაანათხოვრა. თუმცა, მას შემდეგ, რაც პორტუგალიელი ტურინში დაბრუნდა, გულშემატკივრების გული ძალიან მალე მოიგო. კანსელო შესანიშნავად ეხმარება გუნდს შეტევაში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დაცვაში ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. იმ შემთხვევაში, თუ კანსელო ტურინს დატოვებს, სიტი მზადაა პორტუგალიელის შესაძენად.
მანჩესტერული გუნდი აქტიურად ეძებს კაილ უოკერის შემცვლელს, რომელიც უკვე ასაკშია.