„მანჩესტერ სიტიმ“ წარმოადგინა ფორმა, რომლის შექმნაში ნოელ გალაჰერი მონაწილეობდა [ვიდეო] #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ და კლუბის ტექნიკურმა სპონსორმა, Puma-მ წარმოადგინეს სპეციალური ფორმა, რომელიც შეიქმნა მუსიკოს ნოელ გალაჰერთან თანამშრომლობით.
აღნიშნავენ, რომ ახალი მაისურის დიზაინის ინსპირაციაა ბრიტანული როკჯგუფის, Oasis-ის პირველი ალბომის, Definitely Maybe-ის გარეკანი, რომელიც 30 წლის წინ გამოვიდა.
Oasis-ის ლიდერი გალაჰერი, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ დიდი ხნის გულშემატკივარია, მონაწილეობდა 2024-25 წლების სეზონისთვის ინგლისის ჩემპიონის მეოთხე ფორმის შექმნაში.
ახალი ფორმით „სიტი“ მხოლოდ რამდენიმე მატჩს ჩაატარებს ევროთასებზე.