„მანჩესტერ სიტიმ“ „ვულვზთან“ შინ წააგო - „ლივერპულთან“ ჩამორჩენა რვა ქულაა
სენსაციურად დასრულდა ინგლისის პრემიერლიგის მერვე ტურის მატჩი „მანჩესტერ სიტის“ „ეტიჰადის“ სტადიონზე. ქვეყნის ჩემპიონმა ანგარიშით 0:2 წააგო „ვულვერჰემპტონთან“ და კიდევ უფრო მეტად დაშორდა ლიდერ „ლივერპულს“.
ანგარიში მე-80 წუთზე გაიხსნა. გოლის ავტორი ადამა ტრაორე გახდა, რომელსაც საგოლე პასი რაულ ხიმენესმა გაუკეთა. კომპენსირებულ დროში ტრაორემ დუბლი შეასრულა და გაზარდა სტუმრების უპირატესობა.
„მანჩესტერ სიტი“ უკვე რვა ქულით ჩამორჩება „ლივერპულს“, რომელმაც თავისი მატჩი მერვე ტურში წინა დღეს მოუგო „ლესტერს“ (2:1).