გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, ინგლისის ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ“ ფორვარდ რაჰიმ სტერლინგის გაყიდვა გადაწყვიტა.
დიდი ალბათობით, ინგლისის ნაკრების შემტევს კლუბის დატოვება მოუწევს, რადგან მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას შეტევის ხაზის განახლება აქვს გადაწყვეტილი.
რაჰიმ სტერლინგი 2015 წელს, „ლივერპულიდან“ 63.7 მილიონ ევროდ გადავიდა „მანჩესტერ სიტიში“. მას შემდეგ, ის სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი. გასულ სეზონში ფორვარდმა 30 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი კონტრაქტი „სიტისთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.