ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში დამარცხდა ლიდერი „მანჩესტერ სიტი“ – პეპ გვარდიოლას გუნდმა შინ 1:2 წააგო „ლიდსთან“, რომელიც 45-ე წუთიდან 10 ფეხბურთელით თამაშობდა.
ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – 42-ე წუთზე მცველის გრძელმა გადაცემამ სტიუარტ დალასამდე მიაღწია, რომელმაც ზუსტად დაარტყა. მალე „ლიდსი“ უმცირესობაში დარჩა – გაბრიელ ჟესუსის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო ლაიამ კუპერმა.
„სიტიმ“ ანგარიში 76-ე წუთზე ფერან ტორესის გოლით გაათანაბრა, უმცირესობის მიუხედავად, „ლიდსმა“ მაინც მიიყვანა საქმე მოგებამდე. დალასმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დუბლი გაიფორმა.
„მანჩესტერ სიტი“ 74 ქულით აგრძელებს ლიდერობას პრემიერლიგაში. დარჩენილ ექვს მატჩში გუნდმა 11 ქულის მოგროვება სჭირდება მეშვიდედ გაჩემპიონებისთვის. „სიტის“ ოთხი მატჩი აქვს სათამაშო სტუმრად (ასტონ ვილასთან, კრისტალ პალასთან, ნიუკასლთან და ბრაიტონთან) და ორი შინ (ჩელსისთან და ევერტონთან).