„მანჩესტერ სიტიმ“ სავინიოს შენარჩუნება გადაწყვიტა, როდრიგოს ტრანსფერი აღარ განიხილება #1TVSPORT

22:47, 18.08.2025

„მანჩესტერ სიტიმ“ გადაწყვიტა, შეინარჩუნოს 21 წლის გარემარბი სავინიო და არ გაყიდოს ის სხვა კლუბში, – წერს ესპანელი ჟურნალისტი გილიემ ბალაგე. უფრო ადრე ვრცელდებოდა ჭორები ბრაზილიელის „ტოტენჰემში“ სავარაუდო გადასვლის შესახებ, მაგრამ კლუბმა უარი თქვა ამ ვარიანტზე.

„სიტის“ ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ინგლისური კლუბის მხრიდან აღარ განიხილება „რეალიდან“ როდრიგოს ტრანსფერი. მანჩესტერელები ბრაზილიელს მხოლოდ სავინიოს გაშვების შემთხვევაში შეიძენდნენ.

გასულ სეზონში სავინიომ პრემიერლიგაში 29 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი