დასრულდა ინგლისის „პრემიერლიგის“ 23-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა – „ლივერპულმა“ „ენფილდზე” მიიღო ლიდერი „მანჩესტერ სიტი“, რომელიც დაუმარცხებელი იყო წინა 22 ტურის განმავლობაში.
პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს: ლივერპულელი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის გოლს სტუმრებმა ლეროი სანეს გოლით უპასუხეს. მეორე ნახევარში “სიტის” დაახლოებით 10-წუთიანი ჩავარდნა ჰქონდა, რომლის დროსაც რობერტო ფირმინომ, სადიო მანემ და მოჰამედ სალაჰმა ზედიზედ სამი გოლი გაიტანეს და ანგარიში 4:1 გახდა.
მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ “ლივერპულს” მშვიდად მიეყვანა საქმე მოგებამდე, მაინც ანერვიულა საკუთარი გულშემატკივარი – 84-ე წუთზე ბერნარდუ სილვამ და 91-ზე ილქაი გიუნდოგანმა მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა. დარჩენილი წუთები პეპ გვარდიოლას გუნდმა შეტევებში გაატარა, მაგრამ თამაში ვერ გადაარჩინა – 3:4. მანჩესტერულმა გუნდმა პირველად წააგო ინგლისის ჩემპიონატში – მისი ბოლო მარცხი 2017 წლის აპრილით თარიღდებოდა.
„ლივერპულმა“ 47 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გადავიდა, „სიტის“ კი 62 ქულა დარჩა და 15-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს ჩემპიონატს.