„მანჩესტერ სიტიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა ელიოტ ანდერსონის ტრანსფერის შესახებ #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურა „ნოტინგემიდან“ ნახევარმცველ ელიოტ ანდერსონის ტრანსფერი.
23 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება, უკვე გაიარა კანზას სიტიში სამედიცინო შემოწმება. გარიგების საბოლოო გაფორმება ფეხბურთელის ინგლისში დაბრუნების შემდეგ მოხდება.
არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ 135 მილიონი ევრო შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ „სიტის“ ახალწვეული ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდება. წინა რეკორდი ეკუთვნოდა ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემს, რომელიც თავის დროზე „დორტმუნდიდან“ „რეალში“ 130 მილიონ ევროდ გადავიდა.
ანდერსონი „ნიუკასლის“ აღზრდილია, „ნოტინგემში“ 2024 წელს 15 მილიონ ფუნტად გადავიდა. გასულ სეზონში მან პრემიერლიგაში 38 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.