„მანჩესტერ სიტიმ“ მოგება გაიხსენა, აგუერომ ბოლო სამ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა (ვიდეო)

„მანჩესტერ სიტის“ არგენტინელმა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ ბოლო სამ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი „შეფილდ იუნაიტედი“ სტუმრად მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

საინტერესოა, რომ მატჩის 73-ე წუთამდე ანგარიში 0-0 იყო და მასპინძლები საკმაოდ ახლოს იყვნენ ფავორიტისთვის ქულების ართმევასთან, თუმცა აგუერომ, რომელიც შეცვლაზე 68-ე წუთზე შევიდა, ხუთ წუთში დე ბრუინის პასით ისარგებლა და, როგორც ბოლოს გაირკვა, მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.

ამ გამარჯვებით, „სიტიმ“ ლიდერ „ლივერპულთან“ სხვაობა 13 ქულამდე შეამცირა, თუმცა მერსისაიდელებს ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

„ლივერპული“ 23-ე ტურის მატჩს პარასკევს, „ვულვზის“ წინააღმდეგ სტუმრად ითამაშებს.