„მანჩესტერ სიტი“ 2018-19 წლების სეზონში პირველი გუნდი გახდა ევროპაში, რომელმაც ყველა ოფიციალურ მატჩში 100 გოლი გაიტანა. ეს მოხდა პრემიერლიგის 23-ე ტურში „ჰადერსფილდთან“ შეხვედრაში, როცა მე-18 წუთზე ანგარიში გახსნა დანილომ.
„სიტიმ“ სტუმრად 3:0 მოუგო „ჰადერსფილდს“. დანილოს გარდა, მანჩესტერელთა რიგებში გოლები გაიტანეს რაჰიმ სტერლინგმა და ლეროი სანემ.
23 ტურის შემდეგ, „სიტის“ 56 ქულა აქვს და ოთხი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ლივერპულს“.