„მანჩესტერ სიტიმ“ მიმდინარე სეზონში კიდევ სამი ქულა დაკარგა და ლიდერ „ლივეპულთან“ ჩამორჩენა გაზარდა.
„ნორვიჩის“ წინააღმდეგ სტუმრად გამართულ მატჩში ჩემპიონმა მოულოდნელი მარცხი იწვნია. „იადონებმა“ პირველივე ტაიმში გამოაჩინეს ბრჭყალები და 28-ე წუთისთვის უკვე 2-0 იგებდნენ. გოლები მაკლინმა და კენტველმა გაიტანეს.
ტაიმის მიწურულს სითიმ ანგარიშის შემცირება შეძლო (აგუერო – ’45) და ყველა ელოდა, რომ მეორე ნახევარში გვარდიოლას გუნდი მატჩის მოგებას შეძლებდა, თუმცა ასე არ მოხდა.
50-ე წუთზე პუკიმ ჩემპიონებს მესამე გოლიც გაუტანა და „ნორვიჩის“ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა, რასაც მანჩესტერელებმა მხოლოდ ერთი გოლით უპასუხეს (როდრი – ’88).
საბოლოო ანგარიშია 3-2 ნორვიჩის სასარგებლოდ.
ამრიგად, „მანჩესტერ სიტის“ პირველი ხუთი მატჩიდან სამი მოგება, ერთი ფრე და ერთი წაგება აქვს, „ლივერპული“ კი უდანაკარგოდ მიიწევს წინ და ამ ორ გუნდს შორის სხვაობა ხუთ ქულამდე გაიზარდა.