„მანჩესტერ სიტის“ პრესსამსახურმა კლუბის ოფიციალურ „ტვიტერის“ გვერდზე „ლივერპულს“ პრემიერლიგის ჩემპიონობა მიულოცა.
„ვულოცავთ ლივერპულს პრემიერლიგის მოგებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 25 ივნისს, პრემიერლიგის 31-ე ტურში, „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „ჩელსისთან“ წააგო და პირველ ადგილზე მყოფი მერსისაიდელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის თეორიული შანსიც დაკარგა.
ლივერპული ინგლისის ჩემპიონი 30-წლიანი შესვენების სემდეგ გახდა.
აღსანიშნავია ასევე, რომ „ლივერპულმა“ პრემიერლგის რეკორდი დაამყარა: ის პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე იზეიმა.