„მანჩესტერ სიტიმ“ გამოაცხადა „ლიდს იუნაიტედის“ საყრდენი ნახევარმცველის კელვინ ფილიპსის ტრანსფერის შესახებ.
ნახევარმცველმა მანჩესტერულ კლუბთან ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ახალ გუნდში ფილიპსი მეოთხე ნომრით ითამაშებს.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მანჩესტერული კლუბმა ნახევარმცველში 42 მილიონი ფუნტი გადაიხადა. გარდა ამისა, გარიგების თანახმად „ლიდსში“ გადავიდა 18 წლის ნახევარმცველი დარკო ჯაბი.
26 წლის ნახევარმცველმა შარშან პრემიერლიგაში 20 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.