„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის ლიგის თასი ზედიზედ მეოთხედ მოიგო #1TVSPORT
ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული „მანჩესტერ სიტი“ გახდა, რომელმაც ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე ფინალში 1:0 დაამარცხა „ტოტენჰემი“. ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე ცენტრალურმა მცველმა ემერიკ ლაპორტმა გაიტანა.
„სიტიმ“ ბოლო ექვს წელიწადში მეხუთედ, ზედიზედ მეოთხედ და ჯამში მერვედ მოიგო ეს ტურნირი, რაც „ლივერპულის“ რეკორდის გამეორებაა.
მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელისთვის პეპ გვარდიოლასთვის ეს 30-ე ტიტული იყო კარიერაში. რაც შეეხება „ტოტენჰემს“, ლონდონური კლუბი 2008 წლის შემდეგ უტიტულოდაა.