„მანჩესტერ სიტიმ“ ჰალანდის ტრანსფერი შეათანხმა - გარიგების შესახებ ოფიციალურად ამ კვირას გამოცხადდება #1TVSPORT„მანჩესტერ სიტიმ“ ჰალანდის ტრანსფერი შეათანხმა - გარიგების შესახებ ოფიციალურად ამ კვირას გამოცხადდება #1TVSPORT

„დორტმუნდის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. როგორც გამოცემა The Athletic გერმანულ წყაროზე დაყრდნობით წერს, ნორვეგიელის ინგლისურ კლუბში გადასვლის გარიგება სრულად შეთანხმებულია.

როგორც ირკვევა, ჰალანდის კონტრაქტის საწყისი პირობები „მანჩესტერ სიტიმ“ ჯერ კიდევ აპრილში შეათანხმა, ახლა კი მხარეებმა ბოლო დეტალები შეათანხმეს. მანჩესტერული კლუბი ფორვარდის სანაცვლოდ საჭირო გამოსასყიდ თანხას – 75 მილიონ ევროს გადაიხდის.

21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად ამ კვირას გამოაცხადებენ.

2021-22 წლების სეზონში ჰალანდმა 29 მატჩში 28 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.