„თავგადასავალი გრძელდება“, – ასეთი სიტყვებით ამცნო ახალი ამბავი „მანჩესტერ სიტიმ“ გულშემატკივრებს.
გუნდის ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელთან, ხოსეპ გვრდიოლასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, – იუწყება ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
გვარდიოლა განახლებული ხელშეკრულების თანახმად, „სიტის“ 2023 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს.
თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო სპეციალისტმა მანჩესტერული კლუბი 2016 წელს ჩაიბარა. ამ პერიოდის განმავლობაში გვარდიოლამ ორჯერ იზეიმა ინგლისის ჩემპიონობა. მისი მწვრთნელობის დროს „სიტის“ მოგებების კოეფიციენტმა 73.87 პროცენტი შეადგინა (181 გამარჯვება 245 მატჩში).