„ვალენსიას“ ნახევარმცველი ფერან ტორესი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს, – დაწერა რამდენიმე ესპანურმა წყარომ.
ინგლისელებმა შეათანხმეს ფეხბურთელის ტრანსფერის ყველა პირობა. თავად ესპანელმაც მისცა თანხმობა მანჩესტერში გადასვლას.
ტორესთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება და მასში ჩაწერილი იქნება ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა – 100 მილიონი ევრო.
ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში ფერან ტორესმა 32 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.