ინგლისის პრემიერლიგაში მე-13 ტური მიმდინარეობს. დიდი ანგარიშით მოიგეს თავიანთი მატჩები ლიდერებმა – „მანჩესტერ სიტიმ“ და „ლივერპულმა“.
„სიტი“ სტუმრად ეთამაშებოდა „ვესტ ჰემს“ და 4:0 გაანადგურა ლონდონური კლუბი. დავიდ სილვამ, სტერლინგმა და სანემ პირველ ტაიმში სამი გოლი გაიტანეს. მეორე ნახევარში სანემ დუბლი გაიფორმა და „სიტის“ 35 ქულით დაუმარცხებლად ლიდერობს ინგლისის ჩემპიონატს.
აღსანიშნავია, რომ „სიტიმ“ სტუმრად ზედიზედ მეოთხედ მოუგო „ვესტ ჰემს“, საერთო ანგარიშით – 17:1 (5:0, 4:0, 4:1, 4:0).
ასევე დაუმარცხებელია მეორე ლიდერი „ლივერპული“. მანაც სტუმრად დიდი ანგარიშით მოიგო – 3:0 „უოტფორდის“ წინააღმდეგ. 67-ე წუთამდე ანგარიში 0:0 იყო, რის შემდეგაც მოჰამედ სალაჰმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა და რობერტო ფირმინომ სამი გოლი გაიტანეს.
„ლივერპულს“ 33 ქულა აქვს და ორი ქულით ჩამორჩება „მანჩესტერ სიტის“.