„მანჩესტერ სიტიმ“ ცნობილი ადვოკატი დაიქირავა, რომელსაც დღეში 20 ათას ფუნტ სტერლინგს უხდის
„მანჩესტერ სიტიმ“ ცნობილი ადვოკატი დევიდ პანიკა დაიქირავა. სწორედ ის იმუშავებს ინგლისური გუნდის აპელაციაზე, რომლის შეტანასაც სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში აპირებს, – წერს გაზეთი „დეილი მეილი“.
ეს იქნება „სიტის“ პასუხი უეფა-ს დისკვალიფიკაციაზე. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი” მომდევნო ორი სეზონი ევროთასებზე ფინანსური ფეარ პლეის დარღვევის გამო ვერ ითამაშებს.
პანიკა სათავეში ჩაუდგება იურიდიულ განყოფილებას, რომელიც სწორედ ამ საკითხით იქნება დაკავებული. გამოცემის ინფორმაციით, კლუბი ადვოკატს ყოველდღიურად 20 ათას ფუნტს გადაუხდის.
აღვნიშნავთ, რომ პანიკა ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის გამოსვლა ევროკავშირიდან ორჯერ გადადო.