მანჩესტერ სიტის მფლობელებმა ჩინეთის მესამე დივიზიონის კლუბ სიჩუან ძიუნიუს აქციები შეიძინეს.
ეს არის მეშვიდე საფეხბურთო კლუბი, რომელიც მანჩესტერელ ქალაქელებთან ასოცირდება.
სხვა გუნდებს შორისაა ამერიკული ნიუ იორკი, ავსტრალიური მელბურნი, იაპონური იოკოჰამა მარინოსი, ურუგვაული ატლეტიკო ტორკე და ესპანური ჟირონა.
სიჩუანის პროვინციაში დაფუძნებული ძიუნიუ საშინაო მატჩებს ქალაქ ჩენგდუს 27 000-იან სტადიონზე ატარებს.