„მანჩესტერ სიტიმ“ არგენტინაში 17 წლის „ახალი მესი“ იპოვნა
„მანჩესტერ სიტიმ“ არგენტინაში 17 წლის „ახალი მესი“ იპოვნა

„მანჩესტერ სიტი“ აპირებს არგენტინული „ველეს სარსფილდის“ ფორვარდის ტიაგო ალმადას გაფორმებას. როგორც გაზეთი „ასი“ (AS) წერს, 17 წლის ფეხბურთელს არგენტინაში „ბარსელონას“ ფორვარდს ლიონელ მესის ადარებენ.

წყაროს ცნობით, „მანჩესტერ სიტი“ მზად არის ალმადაში 23 მილიონი ევრო გადაიხადოს. იმის გამო, რომ თავიდანვე ინგლისურ კლუბში გადასვლას ვერ შეძლებს, არგენტინელს გარიგების გაფორმების შემდეგ, „ჟირონას“ გადასცემენ.

ალმადას ამ სეზონში დებიუტი ჰქონდა პროფესიულ გუნდში და სამი გოლი გაიტანა 17 მატჩში.