ევროპული ფეხბურთის გრანდები ახალი სეზონისთვის ემზადებიან. დღეს, 26 ივლისს პრემიერლიგის გამარჯვებული „მანჩესტერ სიტი“ ბუნდესლიგის ჩემპიონს, მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდა. ამხანაგური მატჩი ტოკიოში გამართა, რომელსაც „იაპონიის ნაციონალურმა“ სტადიონმა უმასპინძლა.
ანგარიში „ქალაქელების“ 20 წლის ნახევარმცველმა, ჯეიმს მაკეიტიმ გახსნა. „ბაიერნმა“ ანგარიშის გათანაბრება ფრანს კრეტციგის გოლით მატჩის მიწურულს, 82-ე წუთზე მოახერხა, მაგრამ ზუსტად ოთხ წუთში ინგლისელებმა გერმანული კლუბის კარი ისევ აიღეს. ამჯერად თავი ემერიკ ლაპორტმა გამოიჩინა და ამხნაგურ, მაგრამ პრინციპულ მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1 „მანჩესტერ სიტის“ სასარგებლოდ.