ინგლისის ჩემპიონმა, „მანჩესტერ სიტიმ“ ფრანგული „რენიდან“ გარემარბი ჟერემი დოკუ შეიძინა.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, „სიტიმ“ 21 წლის ბელგიელ ფეხბურთელში 60 მილიონი ევრო გადაიხადა. დოკუ სამშაბათს გაივლის სამედიცინო შემოწმებას და მანჩესტერულ კლუბთან ხანგრძლივ კონტრაქტს მოაწერს ხელს.
დოკუმ „სიტიში“ რიად მაჰრეზის ადგილი უნდა დაიკავოს, რომელიც ამ ზაფხულს საუდის არაბეთში გაემგზავრა სათამაშოდ.
გასულ სეზონში ბელგიელმა 35 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, შვიდი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.