„მანჩესტერ სიტიმ“ 17 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი შეიძინა – ამის შესახებ გუნდმა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე დაწერა. საუბარია იან კოუტოზე, რომელიც „კურიტიბას“ ღირსებას იცავდა, ახლა კი „მანჩესტერ სიტისთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
საინტერესოა, რომ იანვრის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ბარსელონა“ უკვე შეთანხმებული იყო როგორც „კურიტიბასთან“, ასევე ფეხბურთელის წარმომადგენლებთან და კოუტო სწორედ ესპანურ გრანდში უნდა გადასულიყო.
17 წლის ბრაზილიელი თავისი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წევრია, რომლის შემადგენლობაში 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.