„მანჩესტერ სიტიმ“ 0:2-დან მოიგო, ჰალანდმა ჰეთ-თრიკი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
ინგლისის ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგაში მესამე გამარჯვება მოიპოვა. საშინაო მატჩში „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ „სიტი“ 0:2-ს აგებდა პირველი ტაიმის შემდეგ, მაგრამ მეორე ნახევარში ოთხი უპასუხო გოლი გაიტანა და 4:2 მოიგო.
პირველ ტაიმში ჯერ სტოუნზმა გაიტანა საკუთარ კარში, რის შემდეგაც ანდერსონმა ორამდე გაზარდა სტუმრების უპირატესობა. „სიტიმ“ ქამბექი ბერნარდი სილვას გოლით დაიწყო, რასაც ერლინგ ჰალანდის ჰეთ-თრიკი მოჰყვა. ნორვეგიელს ოთხ ტურში ექვსი გოლი აქვს. მანჩესტერულ გუნდში იგივე შედეგი მხოლოდ სერხიო აგუეროს ჰქონდა.
ოთხი ტურის შემდეგ 10-10 ქულით პრემიერლიგას „მანჩესტერ სიტი“ და „ბრაიტონი“ ლიდერობენ.