„მანჩესტერ სიტი“ ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო ბრენდი გახდა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ აღიარეს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ბრენდად კონსალტინგური კომპანია Brand Finance-ის ვერსიით, რომელმაც წარმოადგინა მსოფლიო საფეხბურთო ბრენდების რეიტინგი.
გასულ წელთან შედარებით, „მანჩესტერ სიტის“ ღირებულება 13 პროცენტით გაიზარდა – ახლა კლუბი 1.51 მილიარდი ევრო ღირს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველ ადგილზე იყო მადრიდის „რეალი“, რომლის ამჟამინდელი ღირებულება 1.46 მილიარდს შეადგენს.
მესამე ადგილზეა „ბარსელონა“, რომელიც 1.37 მილიარდი ღირს.
ერთნაირი ღირებულება (1.36 მილიარდი ევრო) აქვთ „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ლივერპულს“, რომლებიც მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ.